საპროტესტო აქციებში მონაწილე საბა ჯიქიამ წლისა და 8 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 226 პირი შეიწყალა – შეწყალებულთა სიაში საბა ჯიქიას გარდა, საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული კიდევ 8 პატიმარი მოხვდა.
დაპატიმრებისას საბა 18 წლის იყო – 19 და 20 წლის დაბადების დღეები მან საკანში, სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად გაატარა.
საბა ჯიქია 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალად პოლიციელზე ძალადობა წარუდგინეს.
2025 წლის ივლისში მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 4.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საბას პატიმრობა ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
პატიმრობის შემდეგ საბა ჯიქიამ პირველად ვრცლად სწორედ „პუბლიკის“ ინტერვიუში ისაუბრა – მან გაისხსენა ციხეში გატარებული დღეები, ისაუბრა სინდისის სხვა პატიმრებსა და მისი დაკავების დღეზეც.