სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები კომპენსაციის მიღებისას აწყდებიან

⭕️ პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების გამო 2 თვის განმავლობაში დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეები უმუშევრად დარჩნენ.

⭕️ მოვაჭრეების თქმით, პანდემიის კრიზისი მათ განსაკუთრებით მძიმედ შეეხო. დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეებმა, როგორც თვითდასაქმებულებმა, სახელმწიფოსგან ერთჯერადი კომპენსაციის სახით კუთვნილი 300 ლარის მიღება სცადეს. თუმცა პროცესში აღმოჩნდა, რომ მათ ბაზრობის ადმინისტრაციისგან სამუშაო ცნობა სჭირდებოდათ, რომლის გაცემაზეც ადმინისტრაციამ თავდაპირველად უარი განაცხადა.

⭕️ მოვაჭრეებს ცნობების აღებასა და სხვა დეტალების გარკვევაში „პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა“ ეხმარებოდა. დეზერტირების ბაზრობის მოვაჭრეებმა ადმინისტრაციისგან ცნობა აიღეს და სახელმწიფოსგან თანხის ჩარიცხვას ელოდებიან.

ვიდეო მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.