„ჩვენ, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები ვერ ვახერხებთ, რომ მივიღოთ რაიმე შემოსავალი“.
„საქართველოში, არაოფიციალურად, პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმში ჩართულია დაახლოებით 150 000-ზე მეტი ადამიანი, ეს ადამიანები მიბმულნი არიან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე და მათ უკან დგანან მათი ოჯახები“.
„ნიშანი იმისა, რომ მთავრობა ფიქრობს შექმნას ორგანიზებული ტურიზმი, ვერ ვხედავთ“.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ საზღვრების გახსნას უპირობოდ ყველა ქვეყანასთან, მოვითხოვთ, რომ საზღვრები გაიხსნას მწვანე ქვეყნებთან, სადაც არის დადებითი Covid-სიტუაცია“.