ტურიზმში დასაქმებული ადამიანები სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ

ქრისტინე მუჯირი

⭕️„ჩვენ, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები ვერ ვახერხებთ, რომ მივიღოთ რაიმე შემოსავალი“.

⭕️„საქართველოში, არაოფიციალურად, პირდაპირ თუ ირიბად ტურიზმში ჩართულია დაახლოებით 150 000-ზე მეტი ადამიანი, ეს ადამიანები მიბმულნი არიან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალზე და მათ უკან დგანან მათი ოჯახები“.

⭕️„ნიშანი იმისა, რომ მთავრობა ფიქრობს შექმნას ორგანიზებული ტურიზმი, ვერ ვხედავთ“.

⭕️„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ საზღვრების გახსნას უპირობოდ ყველა ქვეყანასთან, მოვითხოვთ, რომ საზღვრები გაიხსნას მწვანე ქვეყნებთან, სადაც არის დადებითი Covid-სიტუაცია“.