ვიდეო | პაატა საბაშვილის ტიხრული მინანქარი

პუბლიკა

პაატა საბაშვილი მინანქრის ტექნოლოგიას სტუდენტობიდანვე დაეუფლა. იგი რუსთავში ცხოვრობს. ოსტატი 17 წელია თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლის. მის ნამუშევრები შესრულებულია, როგორც ტიხრული, ისე ფერწერული მინანქრის ტექნიკაში.

როგორც „ტრადიციული რეწვის ასოციაციაში“ ამბობენ, ტიხრულ მინანქარს საქართველოში დიდი ისტორია აქვს. საქართველოს მუზეუმებში დაცული კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ, ისე ბიზანტიურ ნიმუშებს, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია.  XV საუკუნის შემდგემ დაკარგული ტრადიციების აღორძინება XX საუკუნის ბოლოს მოხდა. დღეისათვის ამ ტექნიკაში მრავალი ოსტატი მუშაობს, მათ შორის პაატა საბაშვილი.

ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia

„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან