ვიდეო | ქართული ხელოვნების მოტივებით შექმნილი კერამიკა

პუბლიკა

„ჩემი ნამუშევრები ისტორიულ, არქაულ თემებს ეხება. ასევე წარმოდგენილია ზღაპრული თემებიც. თითქოს ქართული ორნამენტია წარმოდგენილი, მაგრამ სხვა კუთხით, სხვა დანიშნულებით.  თითქოს დაშლილია, თუმცა, საბოლოოდ, მაინც იგრძნობა მასში ქართული იერი და ქართული ხასიათი“, – ამბობს კერამიკოსი რობერტ აბსანძე.

რობერტ აბსანძე ზუგდიდში ცხოვრობს. იგი პროფესიონალი კერამიკოსი და თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. 1988 წლიდან მას საკუთარი სახელოსნო აქვს ზუგდიდში, სადაც ქმნის როგორც მხატვრულ კერამიკას, ისე გამოყენებით კერამიკულ ჭურჭელს. აქვე დასაქმებული არიან მისი ოჯახის წევრები და სხვა ოსტატები.

რობერტ აბსანძის ნამუშევრები შთაგონებულია ძველი ქართული ხელოვნების მოტივებით. მისი მუშაობის მეთოდი მოიცავს ჟანგის პიგმენტებით ექპერიმეტებს. ამ ხერხის მეშვეობით მისი ნამუშევრების ზედაპირზე საინტერესო ფერთა გრადაცია და ფაქტურები მიიღწევა.

ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia

„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან