ვიდეო | სერგო ფარაჯანოვი პოპკულტურაში

ბასტი მგალობლიშვილი

ლედი გაგას ახალი კლიპი, რომელიც კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებით არის შთაგონებული, სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა. არადა, ეს პირველი შემთხვევა არ არის – ფარაჯანოვის გავლენით წლებია, იღებენ ფილმებს, რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეორგოლებს, წერენ სიმღერებს, კერავენ ტანსაცმლის კოლექციას. ლედი გაგამდე იყო მადონა და მისი მუსიკალური ვიდეოკლიპი სიმღერისთვის – Bedtime Story, რომელიც მუსიკის ისტორიაში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ კლიპად მიიჩნევა და რომელიც სწორედ ფარაჯანოვის შემოქმედების გავლენით არის გადაღებული.

ამ ვიდეოში მხოლოდ მცირე ნაწილია თავმოყრილი იმ ნამუშევრებისა, რომლებიც სწორედ დიდი კინორეჟისორის – სერგო ფარაჯანოვის გავლენით შეიქმნა.