ვიდეო | თელვის ოსტატი პანკისიდან

პუბლიკა

„ნაბდებს ბუნებრივი მატყლით ვამზადებ. ფერები არ გადადის, მალე ითელება. სამუშაოდაც ძალიან იოლია. მე-17, მე-18 საუკეენების ორნამენტებს ვაკეთებ“, – ამბობს მზია ალდამოვი.

მზია ალდამოვი თელვის გამორჩეული ოსტატია, რომელიც პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ცხოვრობს.

„იგი მარავალი წელია ჭავლიან ნაბდებს და მოთელილ ფარდაგებს ამზადებს. შეუღებავი მატყლის ბუნებრივ ფერებს იყენებს, რის გამოც ოსტატის ნამუშევრები ფერთა დახვეწილი ​შეხამემებებით გამოირჩევა. ორნამენტული მოტივებიც უმეტესად ძველი ნიმუშებიდანაა აღებული, გამოირჩევა სისადავითა და ავთენტურობით“, – ამბობენ ტრადიციული რეწვის ასოციაციაში.

ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia

„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან სხვადასხვა დარგის ოსტატების შესახებ შექმნილ ვიდეოისტორიებს.