ვიდეო | წნულის ოსტატები კასპიდან

პუბლიკა

„ქართული წნული, ქართული კალათი, ეს ჩვენმა წინაპრებმა მოიგონეს, ჩვენ უბრალოდ ვაგრძელებთ მათ საქმეს“, – ამბობს ოსტატი ზურაბ ქოსაშვილი.

საქართველოში მეკალათეობა ტრადიციული რეწვის ერთ-ერთი განვითარებული დარგი იყო. ქოსაშვილების ოჯახი ამ საქმეს უკვე წლებია მისდევს. მამამ, ზურაბ ქოსაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო გომში დააარსა სახელოსნო, სადაც იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მუშაობს. მასალად იყენებენ ტირიფის წნელს, რომელიც იქვე მდინარის ნაპირებზე იზრდება.

ვიდეო შექმნილია საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ონლაინფესტივალის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია USAID Zrda Activity in Georgia

„პუბლიკა“ ტრადიციული რეწვის ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში შემოგთავაზებთ საქართველოს რეგიონებიდან