ვიმსჯელეთ ბიუჯეტზე, კითხვები ძირითადად ჰქონდათ მაჟორიტარებს – პრემიერი უმრავლესობასთან შეხვედრის შესახებ

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა პრემიერსა და უმრავლესობის წევრებს შორის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მათ მხოლოდ ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს. „ ბიუჯეტი არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება. იყო გარკვეული შეკითხვები, განსაკუთრებით მაჟორიტარების მხრიდან. ჩვენ ამ შეკითხვებს ვუპასუხეთ.

რაც შეეხება ჩავარდნილ კანონპროექტს, გიორგი გახარიას ამბობს, რომ პროპორციული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის  და ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც სურდათ.

„თუმცა ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, 2024 წლისთვის“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.