ვინ ჩამოუძღვა მოსკოვი-თბილისის რეისს - „დელეგაციის" წევრთა სია

პუბლიკა

თბილისის დროით 13:17 საათზე საქართველოს დედაქალაქში რუსული „აზიმუტი” დაჯდა. ეკიპაჟის წევრების ინფორმაციით, ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ „დელეგაციის” წევრები, „ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო”.

დელეგაციაში შედიან:

  1. მერაბ ჭიქაშვილი – „სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე;
  2. დიმიტრი ლორთქიფანიძე – პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი;
  3. მიხეილ ჟღენტი – „სოლიდარობა მშვიდობისთვის” წევრი;
  4. თემურ ფიფია – „საქართველოს სოციალისტური მოძრაობის” წევრი;
  5. ვალერი კვარაცხელია  – „ქართულ-რუსული მეგობრობის ცენტრის” ხელმძღვანელი;
  6. თემურ მაისურაძე – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
  7. მამუკა ფიფია – ბიზნესმენი;

სიას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს. წევრთა ვინაობა „პუბლიკასთან” დიმიტრი ლორთქიფანიძემაც დაადასტურა.