ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით გეგმავდა ჩამოსვლას, სახელმწიფო ჩამოიყვანს – თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს.  მისივე თქმით, ხარჯსაც სახელმწიფო აანაზღაურებს.

„მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება“, – აღნიშნავს მინისტრი.

დღეს საქართველოს მთავრობამ იტალიასთან პირდაპირი ფრენა დროებით შეაჩერა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, რისკის ჯგუფის ქვეყნიდან [იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი]  ჩამოსული მოქალაქეები სახელმწიფო მიერ მოწყობილ საკრანტინო სივრცეებში განთავსდებიან 14 დღის განმავლობაში. კარანტინში ყოფნა სავალდებულოა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile