კინოთეატრების „ამირანისა“ და „კავეას“ მარკეტინგის დირექტორი გვანცა გარნელია „რუსთავი 2-თან“ აცხადებს, რომ გუშინ ვინც ვერ მოახერხა ფილმის ჩვენებაზე დასწრება, მათ დღეს ექნებათ შესაძლებლობა რომ ძველი ბილეთებით მივიდნენ კინოთეატრებში და დაესწრნონ ფილმის ჩვენებას.
„ვისაც გუშინ ჰქონდა ნაყიდი ბილეთი და ვერ მოახერხა შესვლა, გთხოვთ, იმავე ბილეთებით დღეს მობრძანდეთ და შეძლებთ დაესწროთ დღევანდელ კინოჩვენებას. დღესაც ვთანამშრომლობთ სამართალდამცავებთან და ყველაფერი ჩაივლის იგივენაირად, ყევლა შეძლებს დარბაზში უსაფრთხოდ უყუროს კინოს“,-განაცხადა გვანცა გარნელიამ.
გუშინ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა საქართველოს კინოთეატრებში. ჩვენება ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა გააპროტესტეს. ისინი კინოთეატრებთან შეიკრიბნენ და ჩვენების ჩაშლა სურდათ. რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევა და კინოთეატრში შესვლა სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმსა და თბილისში კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე 28 ადამიანი დააკავეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის იყვენენ აქტივისტები და 2 პოლიციელი.