ვინიცის აეროპორტიც დაიბომბა, ცას თუ არ კეტავთ, ავიაცია მაინც გადმოგვეცით - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ქალაქ ვინიცის აეროპორტი 8 სარაკეტო იარაღით დაიბომბა. იგი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ჩაკეტონ, ან ავიაცია მაინც მიაწოდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მსოფლიოს პოლიტიკოსებსაც უკრაინის ნელი სიკვდილი სურს.

„ჩვენი მშვიდობიანი ვინიცის აეროპორტი, რომელიც რუსეთისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ბრუტალურმა, ცინიკურმა სარაკეტო თავდასხმამ სრულიად გაანადგურა აეროპორტი.

ისინი აგრძელებენ ჩვენი ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას. ანადგურებენ ჩვენი, ჩვენი მშობლების, წინაპრების ნაშრომს. ჩვენ უკვე ყოველდღე ვიმეორებთ: ჩაკეტეთ უკრაინის საჰაერო სივრცე. ჩაკეტეთ რუსული რაეტებისთვის, საბრძოლო ავიაციისთვიის. ისინი ტერორისტები არიან. შექმნეით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტებისა და ბომბების გარეშე. ჩვენ ადამიანები ვართ და ეს თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, რათა დაგვიცვათ ჩვენ, დაიცვათ ხალხი. და თქვენი ამის გაკეთება შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, ან ავიაციას მაინც არ გადმოგვცემთ, რათა თავი დავიცვათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება იქნება შესაძლებელი: თქვენც ასევე გსურთ, რომ ნელ-ნელა დავიხოცოთ. ეს ასევე არის მსოფლიო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. დასავლეთის ლიდერების. დღეს და მუდამ“, – განაცხადა ზელენსკიმ.