ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, მწარედ ცდება - მოსამართლე ლევან თევზაძე

პუბლიკა

„ვინმეს თუ ჰგონია, მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება“, – ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ს მიერ ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას.

„ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…”, – წერს თევზაძე „ფეისბუქ“ პოსტში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ მოსამართლეებს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.