უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატზე უარს იტყვის. მისი თქმით, ის ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის უფრო საჭიროა, ვიდრე პარლამენტში.
„ვინაიდან მე, როგორც Fidesz-ის სიის პირველმა კანდიდატმა, მოვიპოვე მანდატი, რომელიც რეალურად Fidesz-ს ეკუთვნის, გადავწყვიტე ამის უკან დაბრუნება. ახლა მე ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციაში ვარ საჭირო, და არა – პარლამენტში,” განაცხადა ორბანმა Facebook-ზე გავრცელებული ვიდეო მიმართვაში.
მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის” პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.