ვის მისცემდნენ ხმას, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს | Edison Research-ის კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.  კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას დასახელებულ სამ კანდიდატს შორის, თბილისის მერის არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, მოსახლეობის პასუხები, კანდიდატთა სამეულის სხვადასხვა ვერსიის შემთხვევაში, შემდენაირად განაწილდა:

  1. კახა კალაძე – 32% ; ნიკა მელია – 17%;  გიორგი გახარია – 15%
  2. კახა კალაძე – 42%; გიორგი გახარია – 20%; ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე – 10%
  3. კახა კალაძე – 39%; გიორგი გახარია – 21%; ელენე ხოშტარია – 12%
  4. კახა კალაძე – 40%; გიორგი გახარია – 20%; ალეკო ელისაშვილი – 8%
  5. კახა კალაძე – 41%; გიორგი გახარია – 20%; გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 10%
  6. კახა კალაძე – 42%; გიორგი გახარია – 20%; ბადრი ჯაფარიძე – 8%
  7. კახა კალაძე – 41%; გიორგი გახარია – 22%; შალვა ნათელაშვილი – 9%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით  კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 – 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.