ვიტალი კლიჩკო: კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა

პუბლიკა

კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. კლიჩკო წერს, რომ რამდენიმე აფეთქება კიევის ცენტრში, შევჩენკოვეს რაიონში მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, არიან დაღუპულები.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გუშინ  ქალაქ ზაპოროჟიეზე განახორციელეს სარაკეტო იერიში. დაღუპულია სულ მცირე 17 ადამიანი. 49 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 6 ბავშვია.