ვხედავდი, რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ნაკლებად კრიტიკულიც, როცა ეს საქმეს ეხება - სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო  სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს ე.წ. პიჯაკების საქმეზე. სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა.

„პირველ რიგში მინდა, მივესალმო პრესის წარმომადგენლებს. მე მიმაჩნია, რომ თქვენ ნამდვილი გმირები ხართ. მინდა, მადლობა გითხრათ იმის გამო, რომ ცოცხალი თუ ვარ, ამაში თქვენი ლომის წვლილია. მე ვხედავდი, რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ხანდახან, უბრალოდ, ნაკლებად კრიტიკულიც კი, როცა ეს საქმეს ეხება, თუმცა, რა თქმა უნდა, კრიტიკა  – ეს არის ნორმალური და მისაღები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს სხდომას მედიის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები ესწრებიან. პროცესს იღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სიგნალი გადაიცემა თითქმის ყველა არხზე.