ვხედავთ, რომ ის პოზიციონირებს, როგორც სალომე სამადაშვილი - კობახიძე პრეზიდენტზე

პუბლიკა

„ზოგადად ჩვენი პარტიის წარმომადგენლები არიან ძალიან გულდაწყვეტილები იმ ყველაფრით, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და ასევე მოქმედებდა ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, ვხედავთ, რომ ის პოზიციონირებს დღეს როგორც სალომე სამადაშვილი, ბუნებრივია არიან გულდაწყვეტილი ჩვენი პარტიის წარმომადგენლები“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტმა სთხოვა შეეფასებინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის „ფეისბუკ“ გვერდის  მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, მოსმენების კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. კობახიძემ თქვა, რომ „სიტყვებს ვერ შეაფასებს“.