ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან”. – სალომე ზურაბიშვილის ნატოს გენერალური მდივნის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”. – წერს საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერზე.

NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრა იყო რთული და ალიანსსა და მოსკოვს შორის ძირეულ საკითხებზე პოზიციებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა.

მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთმა წამოსწია ალიანსის გაფართოების საკითხი, თუმცა მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადაეს, რომ NATO-ში გაწევრება ყველა ქვეყანამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს.