ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა

პუბლიკა

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა.

„დასავლეთის ქვეყნები არამარტო ეკონომიკურ სფეროში ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არამეგობრულ ქმედებებს, ვგულისხმობ იმ სანქციებს, რომლებიც ყველამ კარგად იცის, არამედ ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალჩინოსნებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.  შემაკავებელი ძალები მოიცავს ბირთვულ ძალებსაც.