„ვნახავთ, არის თუ არა შესაძლებელი ნაბიჯების წინ გადადგმა“ - კელი დეგნანი

პუბლიკა

ოპოზიციის ლიდერებისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა. აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია, თუმცა განაცხადა, რომ შეხვედრები კვლავ გაგრძელდება როგორც ოპოზიციასთან, ისე „ქართულ ოცნებასთან“.

„საჭირო შეხვედრა გვქონდა და ოპოზიციის წუხილებზე უფრო ცხადი წარმოდგენა შეგვექმნა. ვაფასებ რომ შეგვხვდნენ. ჩვენ კიდევ შევხვდებით ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ და ვნახავთ, არის თუ არა შესაძლებელი ნაბიჯების წინ გადადგმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.


ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნლისტებთან განაცხადეს, რომ ძალაში რჩება ორი მთავრი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები ოპოზიციასთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.