„ზუსტად ის მოხდა, რისთვისაც ეს ლექცია იგეგმებოდა“, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„არა მარტო კახელებისთვის, არამედ, ზოგადად, საქართველოსთვის, ქართველებისთვის შეურაცხმყოფელი პოზიცია, რომელიც აქვს ლევან ბერძენიშვილს, არის რეალობა და ამ რეალობას ხშირად გაიმეორებენ იმისათვის, რომ ასეთი ინციდენტები მოხდეს. ამ ინციდენტს „ალტ-ინფო“ წამოეგება, თუ ნებისმიერი სხვა, ეს არის შემთხვევის ამბავი. რაც შეეხება კახეთში ლექციის ჩატარებას ლევან ბერძენიშვილის მიერ, ესეც, რასაკვირველია, პროვოკაციული თემაა, სულ რომ არ არსებობდეს „ალტ- ინფო“, ეს პროვოკაციული თემაა და სწორედაც რომ ასეთ დაპირისპირებას ითვალისწინებდა ეს პროვოკაცია. ზუსტად მოხდა ის, რისთვისაც იგეგმებოდა ეს ე.წ. ლექცია. ფაქტია, რომ პროვოკაციის სუნი უდის ამას ყველაფერს და ლევან ბერძენიშვილი ჩადგა პროვოკატორთა სამსახურში,“ – თქვა მან.
15 იანვარს ყვარლის ევროკლუბის დამფუძნებელმა, ნიკა გურინმა, facebook-ზე დაწერა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია უნდა ჩატარებული, თუმცა „სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილებმა“ პიკეტირება მოაწყვეს და ამის გამო ორგანიზატორებმა, უსაფრთხოების მიზნით შეხვედრა გააუქმეს.
მოგვიანებით ლევან ბერძენიშვილმა „კვირის ფორმულას“ ეთერშიც ისაუბრა ყვარლის ცენტრი მომხდარის შესახებ. ყვარელში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციაზე უნდა გამართულიყო, თემაზე: „ილია, ჩვენი ევროპელი მამა“.
იმავე დღეს ძალადობრივი და პრორუსული „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერმა შოთა მარტინენკომ განაცხადა, რომ ყვარელში ლევან ბერძენიშვილს ლექცია მათი ორგანიზაციის წევრებმა არ ჩაატარებინეს.