„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გია ვოლსკიმ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას „უბოროტო“ უწოდა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება საკუთარი უდანაშაულობის დასადასტურებლად არ უნდა მოიშველიონ.
„სასიამოვნო მართლაც არაფერია იმაში, მაგრამ არასასიამოვნოა დედის გინება მუდმივად, ის ფიზიკური შეტევა და უხამსი შეტევა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები ყოვლედღე მიმართავენ, თითქოს არაფერი არასოდეს დაუშავებიათ და სწორედ იმ სტანდარტით მოქმედებენ ან მეტყველებენ, როგორც ამას ევროსტანდარტი ითვალისწინებს. ასე რომ, ასეთი უბოროტო განცხადება, რასაც ჰქვია, ყველასათვის ცნობილი ნომრის დასახელება, არ უნდა იწვევდეს იმას, რომ მე ან რომელიმე სხვას შემოსდის განცხადებები, რეკვები, ზარები… ნურავინ მოიშველიებს ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას საკუთარი უდანაშაულობის ან ანეგლოზობის დასადასტურებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„გუშინ ამის მოსმენა ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო“, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროება.