ვოლსკი – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა

პუბლიკა

„ბევრი საკითხიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა“,  – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, პარტია „ქართული ოცნების” ოფისში შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე „ძალიან დიდი ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ საჭიროა გუნდის ერთობა”.

კონსტიტუციური ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე გუშინწინ დაიწყო, თუმცა კენჭისყრა დღეს იგეგმება. პროპორციული საარჩევნო სისტემის მიზანშეწონილობაზე კითხვები აქვს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს. კანონპროექტი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებს.

საკითხთან დაკავშირებით, დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მეორედ გაიმართა.

12 საათზე კი ჩანიშნულია პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც კონსტიტუციურ კანონპროექტს კენჭი უნდა უყარონ.