ვთავაზობ ჩემთან ერთად წამოვიდეს ე.წ. ზონებში - წულუკიანი ლომჯარიას

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველის ანაგრიშის იმ ნაწილს პასუხობს, სადაც პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.

როგორც თეა წულუკიანი ამბობს, სახალხო დამცველის ანგარიშში ​ლეგენდებზე დაფუძნებულ პრობლემაზეა საუბარი, ვითომ ციხეები ავტორიტეტების მიერ არის მართული.

„ქალბატონმა ნინომ თავად თქვა, რომ მის მიერ დასახელებულ პრობლემებზე მზად არის უწყებებთან იმუშაოს, მე ვისარგებლებ ამ შემოთავაზებით და მას ვთავაზობ, 15 დაწებულებიდან ნებისმიერში, მათ შორის ე.წ. ზონებში  მასთან ერთად ვიზიტი გავმართო და იმედია ის შეხვდება რიგით პატიმრებს. იმიტომ რომ 2 წელია რაც საქმიანობს და სულ 1-ჯერ არის დაწესებულებაში ცნობილ პატიმრებთან ნამყოფი. არადა ის საუბრობს დღეს რიგით პატიმრებზე, მაგრამ რიგითი პატიმრები მას არ უნახავს. ჩემთან ერთად წამოვიდეს და ნახოს რეალური პატიმრები რეალური პრობლემებით. მე მინდა ცალსახად თქვენ გითხრათ და საზოგადებას რომ არანაირი კრიმინალური მართველობა დაწესებულებებს არ არის. დაწესებულებებს მართავს სახელწმიფო, “- ამბობს ის.

თეა წულუკიანის თქმით, თუ ეს შეთავაზება მიუღებელი იქნება სახალხო დაცველისთვის ის მზად არის ღია ეთერში დებატები გამართოს მასთან.

 

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile