წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი კორნელი სალია აირჩიეს.
წალენჯიხის საკრებულოს, ჩხოროწყუს მსგავსად, ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლება.
ადგილობრივი გამოცემა livepress.ge-ის ცნობით, კენჭისყრაში 15 დეპუტატი მონაწილეობდა. სალიამ 14 ხმა მიიღო, 1 ბიულეტენი გაბათილდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა „ქართული ოცნება“.
წალენჯიხის საკრებულოში დღეს მეექვსედ შეიკრიბნენ თავმჯდომარის ასარჩევად.
livepress.ge-ის ცნობით, კენჭისყრას წინ მცირე დაპირისპირება უძღოდა მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას 17 ნოემბრიდან ცდილობდნენ.