წამოვიწყებ პროცესს, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას - ზურაბიშვილი

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მან მონაწილეებს ონლაინკონფერენციის რეჟიმში მიმართა.

მისი თქმით, პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის: არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.

„ახლო წარსულმა ცხადყო, რომ პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე…

როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის სრული მიმართვის ნახვა შეგიძლიათ აქ.