„წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ღარიბაშვილმა“ - რუსთაველზე აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ

პუბლიკა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის სოლიდარობის აქცია იმართება.

აქციაზე შეკრებილებს პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მიმართა და აქციის სამი ძირითადი მოთხოვნა გააჟღერა.

„პირველი – წავიდეს და თან წაიყოლოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილმა, მოშორდნენ აქედან.

„ქართული ოცნებ“ა ჩვენ არ წარმოგვადგენს, ამიტომ უპირველესი მოთხოვნა არის მისი წასვლა და ის სირცხვლი რომელიც მან მოსცხო საქართველოს ჩვენი ჩამოსარეცხია და აუცილებლად უნდა წავიდეს, აღარ უნდა წრამოადგენდეს ჩვენს ღირსეულ ხალხს.

მეორე – ჩვენ უნდა გადავიდეთ ქმედით და კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომ დავეხმაროთ უკრაინას და რეალურად ვიყოთ მათი სოლიდარულები. დავუხუროთ ცა რუსეთს, გავუხსნათ ცა უკრაინას.

მესამე – დღეს უკრაინამ საკუთარი მსხვერპლით, რომელიც ხუთი ღამეა ყველას გვატირებს, გახსნა შესაძლებლობები რომ ჩვენც ყველა ერთად გავხდეთ თავისუფალი ევროპის ნაწილი და ეს შესაძლებლობა, რომელიც ესიზმრებოდა ჩვენს წინაპრებს, დღეს დევს მაგიდაზე და ეს უგნურები ამბობენ რომ არ გვინდა, ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა  საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ერთად დგომით ამ სამივე პირობას მივაღწევთ, პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე, არ დავიღლებით, არ დავნებდებით და გავათავისუფლებთ ამ ქვეყანას იმიტომ რომ ამის იქით ზღვარი აღარ არსებობს“,- მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.