ორგანიზაცია „მწვანე ალტერნტივის“ თქმით, 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წაიღითსარგებლობის ლიცენზიების, სულ მცირე, 6 აუქციონი კანონდარღვევით გამოაცხადა.
მათი განმარტებით, კერძოდ, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, აუქციონის გამოცხადებამდე წიაღის ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკრინინგის განცხადებით; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი, სკრინინგის პროცედურის შედეგად, უნდა დაადგინოს, ექვემდებარება, თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გარემოსდაცვით შეფასებას ან საერთოდ მიზანშეწონილია, თუ არა საქმიანობა.
„სკრინინგის პროცედურა სამგვარი შედეგით შეიძლება დასრულდეს – თუ სკრინინგის შედეგად გადაწყდა, რომ ლიცენზიით სარგებლობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ-ს), ლიცენზიანტი ვალდებული იქნება, დაიცვას მხოლოდ მოქმედი გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და სხვა გარემოსდაცვითი ნორმები; მაგრამ თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო გადაწყვეტს, რომ აუცილებელია გზშ-ს ჩატარება, ლიცენზიანტი გზშ კვლევისთვის საჭირო ხარჯის გაღების ვალდებულების წინაშე დადგება. სკრინინგის პროცედურის შედეგად შესაძლოა, ასევე, დადგინდეს, რომ არსებობს საქმიანობაზე უარის თქმის საფუძველი (ანუ ლიცენზირებული საქმიანობა არ უნდა განხორციელდეს). ასეთ შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელი ვეღარ ისარგებლებს შეძენილი ლიცენზიით“, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივა”.
ორგანიზაციის თქმით, შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც, ამავდროულად, აუქციონზე გამოტანილი ლიცენზიის პირობა უნდა იყოს – ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ აუცილებელია გაუქმდეს კანონდარღვევით გამოცხადებული ქვემოთ ჩამოთვლილი აუქციონები:
სკრინინგის განცხადება – ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფ. ღორეშას მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის, 890625მ3 „ღორეშას” კირქვის (სხვა საშენი მასალა) მოპოვების პროექტი
საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 18 თებერვალს იწურება.
სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი
საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.
სკრინინგის განცხადება – ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვება.
საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 13 თებერვალს იწურება.
სკრინინგის განცხადება – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფ. კათნატუს მიმდებარე ტერიტორიაზე 63 000ტ ტორფის მოპოვება
საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.
5. აუქციონი – დასახელება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. წყორძას მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქოსალარი II“–ის (საყდარი) ბაზალტის საბადო (კატეგორია – A+B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა – 1 576 000 მ3).
სკრინინგის განცხადება – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ქოსალარის მიმდებარე ტერიტორიაზე 1576000მ3 „ქოსალარი II”-ის (საყდარის) ბაზალტის (მოსაპირკეთებელი) მოპოვების პროექტი
საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა 14 თებერვალს იწურება.
სკრინინგის განცხადება – ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. მოდეგას მიმდებარე ტერიტორიაზე 20701700 მ3 სასარგებლო წიაღისეულის (ვულკანური წიდის) მოპოვების პროექტი;
იხილეთ სრული განცხადება;