100 საპრივატიზაციო ობიექტი – იხილეთ სია

პუბლიკა

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს„ – კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზაციოდ გამოტანილი 100 ობიექტის ნახვა შეგიძლიათ ამ რუკაზე. 

ეკონომიკის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზაციო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ პრეზენტაციას მართავს.

შეხვედრას მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.  ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბით.

„100 პარალელური აუქციონი საქართველოს ისტორიაში არასოდეს გამართულა. ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ სრულიად მომზადებული ობიექტები, სადაც ყველა შეთანხმება გავლილია, მორგებულია გენერალურ განაშენიანების გეგმებს და წინასწარ არის შეფასებული. ერთვის ჩვენი რეკომენდაციაც, რა ტიპის ბიზნესი შეიძილება განვითარდეს ამ ადგილებში.  რაც მთავარია, 2 500 სამუშაო ადგილის შესაძლებლობაა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პრემიერ გიორგი გახარიას თქმით,  საქართველოს ეკონომიკას სჭირდება სწრაფი განვითარება სწორედ ამიტომ მიიღო მთავრობამ  გადაწყვეტილება, ბიზნესისთვის ასეთი შეთავაზება გაეკეთებინა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile