წინა კვლევაში 12%-იანი აცდენა ჰქონდათ, საპარლამენტოში - 9%-იანი - კობახიძე IPSOS-ის კვლევაზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გუშინდელი აქცია შეაფასა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან განაცხადა, „მთავარი არხის“ დაკვეთით გამოქვეყნებული IPSOS-ის კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ „ოცნების“ კანდიდატები ოცივე მუნიციპალიტეტში იგებენ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.

„IPSOS-ის კვლევებს რაც შეეხება, 12%-იანი აცდენა ჰქონდათ პირველი კვლევის შემთხვევაში და წინა საპარლამენტო არჩევნებზე – 9%-იანი, ანუ მინიმუმ 9%-იანი აცდენა აქვთ ხოლმე.

შეგიძლიათ ჩვენი კანდიდატების მაჩვენებლებს დაუმატოთ 9-9% და დაახლოებით მიიღებთ ჩვენი კანდიდატების ქვედა ზღვარს.

ანუ ამ კვლევამ რეალურად დაადასტურა, რომ ჩვენი კადიდატები იგებენ ოცივე მუნიციპალიტეტში. ეს იყო პრაქტიკულად თვითლუსტრაცია, რაც გუშინ გუშინ სასოწარკვეთილმა გვარამიამ თავისი სიზმრების დემონსტრირებით განახორციელა“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.