შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახაბერ საბანაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2-ზე“, „ღამის კურიერის“ ეთერში საგანგებო მდგომარეობის დროს კრიმინალის შემცირებაზე ისაუბრა.
„წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, ეს არის – ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა და, ასევე, ოჯახური დანაშაულები.
ეს, რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭებისა და პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები”, – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.