წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა... - საბანაძე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა  მოადგილემ – კახაბერ საბანაძემ  ტელეკომპანია „რუსთავი-2-ზე“, „ღამის კურიერის“  ეთერში  საგანგებო მდგომარეობის დროს კრიმინალის შემცირებაზე ისაუბრა.

„წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, ეს არის – ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა და, ასევე, ოჯახური დანაშაულები.

ეს, რა თქმა უნდა, არის იმ ბიჭებისა და პოლიციელების დამსახურება, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ ქუჩაში, იმისთვის, რომ დაცული იყოს მოქალაქეების ინტერესები”,  – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile