წინა წლის იანვართან შედარებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით მგზავრებისა და რეისების სტატისტიკას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით მათი რაოდენობა გაზრდილია.

კერძოდ, ახალი ინფორმაციით, 2023 წლის იანვართან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 78%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.

ამასთან, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქუთაისის აეროპორტი იანვარში 151 939 მგზავრსა და 486 რეისს მოემსახურა.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტების გაერთიანება საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებელზე იანვარშიც წერდა. მათი ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 6 მილიონამდე მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2019 წელთან შედარებით 15%-ით, ხოლო 2022 წელთან შედარებით 35%-ით მეტია.