აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგით, სენატში „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლები უმრავლესობაში იქნებიან.
როგორც მედია წერს, „დემოკრატმა“ სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ ადამ ლაქსალტი დაამარცხა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ კორტეს მასტოს უკვე მიულოცა გამარჯვება. მისი თქმით, ის ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით. ბაიდენის განცხადებით, ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ორიენტირებულნი.