წინასწარი შედეგებით, ნევადაში გამარჯვებით „დემოკრატებმა“ სენატში უპირატესობა მოიპოვეს

პუბლიკა

აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგით, სენატში „დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენლები უმრავლესობაში იქნებიან.

როგორც მედია წერს, „დემოკრატმა“ სენატორმა ქეთრინ კორტეს მასტომ „რესპუბლიკელი“ ადამ ლაქსალტი დაამარცხა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სენატორ კორტეს მასტოს უკვე მიულოცა გამარჯვება. მისი თქმით, ის  ძალიან კმაყოფილია არჩევნების შედეგებით. ბაიდენის განცხადებით, ისინი ახლა ჯორჯიის შტატზე არიან ორიენტირებულნი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile