წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა, – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. რაც შეეხება 2020 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელს, საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.8%-ს შეადგენს.
„წინასწარი შეფასებით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შენელდა და სახეზე გვაქვს ეკონომიკის 7.7%-იანი შემცირება. შესაბამისად, პირველი 6 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.8%-ია“, – აღნიშნა თოდრაძემ.
მისივე განცხადებით, ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა, ხოლო ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორში.