„ჩემ მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. „ძალოვანთა შტაბი“, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში მხილებული არიან პოლიციის თანამშრომლები: ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.
ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. „ტყის ძმების“ მეთაური, გია ყალიჩავა, პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა, „ოცნების“ აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი“, – თქვა წითლიძემ.
წითლიძემ წარსულშიც დაასახელა კონკრეტული პირები, რომლებიც მისი მტკიცებით, „ოცნების“ სასარგებლოდ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ.