Wizz Air ფრენას, ბუდაპეშტის გარდა, ყველა მიმართულებით დროებით აჩერებს

პუბლიკა

ავიაკომპანია Wizz Air 2020 წლის 18 მარტიდან 3 აპრილამდე აჩერებს ფრენას ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტის ხაზისა.

სამოგზაურო შეზღუდვა  გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის თავიდან აცილების მიზნით.

„მომხმარებლები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%“, – აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.