„წმინდა ბიძინას ხატებით“ აქტივისტები ივანიშვილის სახლისკენ მიემართებიან

პუბლიკა

წარწერებით – „წმინდა ბიძინა“ „გირჩის“ მხარდამჭერებს ფოტომონტაჟით დამზადებული „ივანიშვილის ხატები“ უჭირავთ და ბიზნესცენტრისკენ  მიემართებიან, სადაც უნდა შეასრულონ სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

დღეს, 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საპროტესტო აქცია პარლამენტთან გადაინაცვლებს. დაანონსებული გეგმის მიხედვით, დღეს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ. მათი თქმით, მიზანი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩაშლაა.

დააკლიკეთ, გადმოდით პუბლიკის ფეისბუქგვერდზე, მოიწონეთ და გაუზიარეთ მეგობრებს