QUIZ| რამდენად კარგად გახსოვს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი მოვლენები

ვისთან გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველი მატჩი?

©nakrebi.ge
Correct! Wrong!

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1 წლით ადრე, 1990 წლის 27 მაისს გამართა ლიეტუვის (მაშინდელი ლიტვის) ნაკრებთან, რომელიც ასევე დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

საქართველოს რომელი ქალაქის ქალთა საფეხბურთო კლუბი გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე?

Correct! Wrong!

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე 2020/21 წლების სეზონში გავიდა, მას შემდეგ, რაც ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ გააგდო.

ჩამოთვლილთაგან, რომელია ერთადერთი ქართველ ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული?

Correct! Wrong!

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს „მილანთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, 2003/04 და 2006/07 წლების სეზონებში აქვს მოგებული.

რომელმა ქართველმა მწვრთნელმა გაიყვანა კვიპროსული ანორთოსისი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე?

Correct! Wrong!

კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება თემურ ქეცბაიას უკავშირდება. ქართველმა მწვრთნელმა „ანორთოსისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2008/09 წლების სეზონში გაიყვანა.

რომელ ქართველ ფეხბურთელს გადასცა UEFA-მ „თანასწორობის ჯილდო“?

©nakrebi.ge
Correct! Wrong!

Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია 2018 წელს გახდა. 2017-18 წლების სეზონში კაშიამ, რომელიც იმ დროს „ვიტესის“ კაპიტანი იყო, LGBT დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა განაცხადა, რომ არ ნანობს სამკლაურის გაკეთებას და მხარს უჭერს თანასწორობის იდეას.

რომელმა ქართულმა კლუბმა ითამაშა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ?

Correct! Wrong!

თბილისის „დინამო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე მოხვდა. 2004/2005 წლების სეზონში „დინამო“ უეფას თასის ჯგუფში შევიდა, თუმცა იქ ყველა მატჩში დამარცხდა.

ვინ არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი?

Correct! Wrong!

ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთთრიკი ლევან კობიაშვილს აქვს შესრულებული. საქართველოს ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა 3 გოლი პსვ-ს გაუტანა.

უეფას თასის/ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში 1 ქართველი ფეხბურთელია, დაასახელეთ ის

©ლაშა კუპრაშვილი
Correct! Wrong!

უეფას თასის, რომელსაც 2009 წლიდან ევროპა ლიგა ეწოდა, საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-9 პოზიციას, საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე იკავებს. მან ტურნირზე ჩატარებულ 48 მატჩში 25 გოლის გატანა მოახერხა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს მოქმედი ევროპის ჩემპიონი ერთხელ ჰყავს დამარცხებული, გაიხსენეთ ეს ნაკრები

Correct! Wrong!

2016 წლის 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებმა იმ დროისთვის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი ამხანაგურ მატჩში, 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.

რომელმა ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი?

Correct! Wrong!

ერთა ლიგის ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთის წინააღმდეგ გაიტანა.

რომელი ქართველი მოხვდა ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში?

Correct! Wrong!

ერთადერთი ქართველი, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაა. ის ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში მე-17 ადგილზე გავიდა.

QUIZ| რამდენად კარგად გახსოვს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვანი მოვლენები

როგორც ჩანს, ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი არ ხარ, თუმცა ლუქსემბურგთან მატჩს, ალბათ, მაინც ელოდები

როგორც ჩანს, ქართულ ფეხბურთს თვალს ადევნებ, თუმცა ზოგიერთი მოვლენა გამოგრჩენია.

ქართული ფეხბურთის შესახებ თითქმის ყველაფერი გახსოვს და ალბათ, ეროვნული ნაკრების მატჩის ბილეთის რიგშიც არაერთი საათი გაქვს გატარებული.

Share your Results: