Quiz | გამოიცანი თანამედროვე ქართული რომანი დასაწყისით

„დედამ თქვა: რძე აღარ მაქვს, იმიტომ ტირის. რძე აღარ აქვს, იმიტომ ტირის, ვუთხარი ნინცოს. რა უნდა ქნა? ნინცომ თქვა. გველესიანები ისევ, სხვა გამოსავალი არაა. ჭიშკრის სახელურს აწვალებდა. გუშინ კრუნჩხვებში ჩავარდა, მე ვთქვი, ტირილისაგან, მერე ისევ ღვინიან თითებს ვუდებდი პირში. მერე ისევ დაიძინა"

Correct! Wrong!

თამთა მელაშვილის „გათვლა“ 2015 წელს გამოიცა.

„გათენდა … ბოლოს-ბოლოს ინათა. არადა, მეგონა, დრო გაჩერდა და აღარ გათენდებოდა. გავიგონე თუ არა ურმის ხმა, პატარა სარკმელს გავხედე. სარკმლის წინ, ბზის დათოვლილ ბუჩქთან ურემი გაჩერდა, კოფოდან გურამა გადმოხტა და ისა და იოსება კუბოს ჩამოღებას შეუდგნენ“

Correct! Wrong!

ზაირა არსენიშვილის „ვა სოფელო - კახური ქრონიკები“ სულაკაურის გამომცემლობამ 2019 წელს გამოსცა.

„ბობოს ყველაფერი ეხერხება. პასტაც ზღაპრული გამოსდის, „დაკარგულების“ ყველა სეზონიც ნანახი აქვს და მინეტსაც საუკეთესოს აკეთებს: მეტანიით, სასოებით, გულმოდგინედ“

Correct! Wrong!

ზაზა ბურჭულაძის რომანი „ადიბასი“ 2012 წელს გამოიცა.

„პიტერ გოლდსმიტს იმ დროიდან ვიცნობ, როცა ჩვენთან ისროდნენ. მგონი ერთ-ერთი პირველი უცხო­ელი იყო, რომელიც თბილისში ჩამოვიდა“

Correct! Wrong!

აკა მორჩილაძის „მამლუქი“ 2009 წელს გამოიცა.

„ასე მახსოვს, იმ კაცმა, რომელიც მუხის მაგიდასთან იდგა, უჯრიდან ორი ცალი ფურცელი ამოიღო და გაღიმებულმა მომმართა: – აქ, – თითი დაადო მარცხენა ფურცელს, – მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთის განცხადებაა დაწერილი“

Correct! Wrong!

ლაშა ბუღაძის „პატარ ქვეყანა“ 2017 წელს გამოქვეყნდა.

„ადამიანები ორად იყოფიან: ომგამოვლილებად და ომგამოუვლელებად. თუმცა მათ შორის არიან სხვებიც, ომსა და მშვიდობას შუა გადებული ბეწვის ხიდები, დროის საქანელები“

Correct! Wrong!

ეკა ტოგონიძის „შინ-შენ“ 2020 წელს გამოიცა.

„იყო და არა იყო რა, ჩემსობას იყო ერთი ქალაქი, რომლის მცხოვრებლებიც, განსაკუთრებით ისინი, მდინარის გაღმა რომ ცხოვრობდნენ, სულ დედას იფიცებოდნენ, სინდის-ნამუსს და სამშობლოს, ჩვენი ქალაქი ამქვეყნად ყველაზე მშვენიერია და აქ ისეთები ხდება, სხვა ქალაქებს არც დაესიზმრებათო. რაც არ ვიცი, არ ვიცი"

Correct! Wrong!

ანა კორძაია-სამადაშვილის „ზინკა ადამიანი“ 2019 წელს გამოიცა.

„იცინოდა „მოდა-მოდას“ ხუჭუჭთმიანი ბარმენი, რომელსაც გამზრდელმა ბებიამ - საქალაქო ბიბლიოთეკის გამგემ, რომეო დაარქვა. რომას ხარხარი დაგმანულ ფანჯრებს გასცდა, სექტმებრის მსუყე ღამე შეარყია და დიასახლისის კატები დააფრთხო“

Correct! Wrong!

რატი რატიანის (ნინა სურამელაშვილი) „რომეო იცინოდა“ გამოიცა 2022 წელს „პალიტრა L-ის“ მიერ.

„კლდის თავზე, საიდანაც ნისლი იწყებოდა, ვიდექი მე და ვქანაობდი, ვქანაობდი და მეძინა. მეძინა თვალღიას, ისე, როგორც შეგრძნებაწარმთმეული ადამიანები იძინებენ ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ“

Correct! Wrong!

სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ წელს მეორედ გამოიცა.

„1968 წლის ზაფხულის დასაწყისისათვის ჩემი ერთადერთი შარვალი საბოლოოდ ასცდა კოჭებს და მოშიშვლებული წვივები მიჩანდა. თან უკან ისე გაიცრიცა, ფრთხილად ვჯდებოდი და მერე ადგომისას ხელით ვსინჯავდი, ვამოწმებდი, მთელი იყო თუ არა. ახალი შარვლის საყიდელი ფული კი არ მქონდა“

Correct! Wrong!

თემურ ბაბლუანის წიგნი „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ 2018 წელს გამოიცა.

„ჩემი მოხუცი დედა - ლენა ხუბოვი იჯდა სკამზე, სადარბაზოში, მერვე სართულზე, ზურგით ლიფტისკენ და სახით გაუქმებული ნაგვის ბუნკერისკენ. ორივე ხელით სკამის საჯდომს ჩაჭიდებული, ძლიერ ტკივილს განიცდიდა და ამიტომაც ბოლომდე გარინდული იყო”

Correct! Wrong!

ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ 2016 წელს გამოსცა გამომცემლობა „დიოგენემ“

„ჭოკებით შეიარაღებული პოლიციელები საქმიანად ფუსფუსებდნენ ორთაჭალჰესზე. მგონი, ზამთრის იმ მზიან და სუსხიან დილას მთელს ჩვენს ქალაქში მხოლოდ მათთვის გამოჩენილა რაღაც საქმე. მთელი ძალით აწვებიან, ცოტაც, და ადგილიდან დაძრავენ მიცვალებულს”

Correct! Wrong!

არჩილ ქიქოძის „სამხრეთული სპილო“ 2016 წელს გამოიცა.

Quiz | გამოიცანი თანამედროვე ქართული რომანი დასაწყისით

მშვენიერი შედეგია! არც ისე მარტივი ქვიზი იყო.

ძალიან კარგი შედეგია! როგორც ჩანს, კარგად იცნობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

Share your Results: