Quiz | რამდენად გარკვეული ხართ LGBT-ტერმინოლოგიაშია

რა არის ჰომოფობია?

Correct! Wrong!

ჰომოფობია არის ირაციონალური შიში, ზიზღი და სიძულვილი ლგბტქი ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარგანწყობას და აზიანებს ლგბტქი ადამიანებს. ჰომოფობია შეიძლება იყოს გამოხატული სიტყვიერადაც და ქმედებითაც, მოიცავდეს ძალადობას, დისკრიმინაციას, განსხვავებულ მოპყრობას და ა.შ. ასევეა ტრანსფობიაც – ირაციონალური შიში, ზიზღი და სიძულვილი ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

რომელია სწორი ტერმინი?

Correct! Wrong!

ლგბტქი აბრევიატურა, რომელიც აღნიშნავს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს ადამიანებს. შესაძლებელია უფრო მოკლე (ლგბტ) ან უფრო დიდი (ლგბტქი+) აბრევიატურის გამოყენებაც. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

როდესაც ადამიანის ბიოლოგიური სქესია კაცი, მაგრამ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, მისი გენდერული იდენტობა არის?

Correct! Wrong!

გენდერული იდენტობა არის განცდა, რომელიც დაკავშირებულია რომელიმე გენდერთან მიკუთვნებულობის შეგრძნებასთან. ადამიანი თავს შეიძლება აღიქვამდეს კაცად ან ქალად, მიუხედავად დაბადებისას მინიჭებული სქესისა. შესაძლებელია, ადამიანი თავს როგორც ქალად, ისე კაცად მიიჩნევდეს ან კიდევ ორივეს უარყოფდეს („non-binary“ ადამიანები). მაგალითად, შესაძლებელია, ადამიანის ბიოლოგიური სქესი იყოს კაცი, მაგრამ მისი გენდერული იდენტობა – ქალი და პირიქით. გენდერული იდენტობა არ არის სექსუალური ორიენტაცია. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

რა არის სექსუალური ორიენტაცია?

Correct! Wrong!

სექსუალური ორიენტაცია არის ემოციური, რომანტიკული, სექსუალური და ეროტიკული ლტოლვა რომელიმე სქესის ადამიანის მიმართ. მაგალითად, სექსუალური ორიენტაციაა ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ასექსუალი. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

რა არის ქამინგაუთი?

Correct! Wrong!

ქამინგაუთი არის სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის საჯაროდ, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ა.შ. გაცხადება. ხშირად არის მცდელობა, ითარგმნოს ტერმინი „ქამინგაუთი“, თუმცა შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის უმეტესობა სტიგმის გამაძლიერებელია, მაგალითად, „აღიარება“ – ვაღიარებთ დანაშაულს, შეცდომას და ა.შ., ამიტომ ქამინგაუთის ასე წარმოჩენა პრობლემურია. თუ არ გსურთ ინგლისური (თუმცა უკვე საკმაოდ დამკვიდრებული) სიტყვის გამოყენება, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ასე: ღიად გეი, ღიად ლესბოსელი, ღიად ბისექსუალი და ა.შ. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

ჰომოსექსუალიზმი თუ „ჰომოსექსუალობა – რომელია სწორი?

Correct! Wrong!

შეცდომაა „ჰომოსექსუალიზმის“ გამოყენება „ჰომოსექსუალობის“ ნაცვლად, რადგან დაბოლოება „ზმი“ გულისხმობს იდეოლოგიას, პოლიტიკურ მიმდინარეობას, ჰომოსექსუალობა კი ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელია. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

ლგბტ პროპაგანდა...

Correct! Wrong!

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად რუსული პროპაგანდის ნაწილია. თუ დააკვირდებით, ის ადამიანები, რომლებიც ჰომოფობიური, ბიფობიური, ტრანსფობიური განცხადებებით გამოდიან, რბილად რომ ვთქვათ, ლოიალურად არიან განწყობილნი რუსეთის ხელისუფლების მიმართ, არიან პრორუსები და კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ გამოდიან, მათი გზავნილები კი კრემლის მიერაა შემუშავებული და უკვე დიდი ხანია, ვრცელდება რუსულ მედიაში. არ არსებობს არანაირი„ლგბტ პროპაგანდა“ და ასეთი განცხადებებიც რუსული პროპაგანდის ნაწილია. [მასალა მომზადებულია „თბილისი პრაიდის“ პუბლიკაციაზე დაყრდნობით];

როგორ ისჯება საქართველოს კანონმდებლობით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანებზე თავდასხმა?

Correct! Wrong!

დანაშაულის ჩადენა სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

Quiz | რამდენად გარკვეული ხართ LGBT-ტერმინოლოგიაშია

როგორ მოახერხე?

ცუდი არაა, მაგრამ მეტი გმართებს!

კარგი შედეგია, ყოჩაღ!

Share your Results: