Quiz | რამდენად კარგად ცნობთ მთავრობის წარმომადგენლებს?

რომელი მინისტრი დაესწრო ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმოს გახნას წილკანში?

Correct! Wrong!

2022 წლის 14 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წალკაში ლოკოკინების გადმამუშავებელი საწარმოს გახსნაზე იმყოფებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველო რამდენიმე დღეში ელოდება პასუხს, მისცემენ თუ არა ქვეყანას ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

ვინ არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი?

Correct! Wrong!

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია ოთარ შამუგია. ის ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრად 2022 წლის 9 თებერვალს დანიშნა. მანამდე ოთარ შამუგია სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

მინისტრთა კაბინეტიდან ვინ თქვა, რომ ჰააგის გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში არაა?

Correct! Wrong!

2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის ომზე 7-წლიანი გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. გამოძიების შედეგად, ქართული მხარის ბრალეულობა არ გამოვლენილა. ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე არაფერი უთქვამს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საქმის კურსში არ არის.

რა თანამდებობა უკავია ჯუანშერ ბურჭულაძეს?

Correct! Wrong!

ჯუანშერ ბურჭულაძე 2019 წლის 25 სექტემბრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრია. მანამდე ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჯუანშერ ბურჭულაძე 2010 წლამდე საბანკო სექტორში მუშაობდა და „კორ-სტანდარტ ბანკის“ თანამშრომელი იყო. 2015 წლიდან მუნიციპალური განვითარების ფონდში დასაქმდა და ჯერ მოადგილე იყო, შემდგომ ამ ფონდის დირექტორი. ამის შემდეგ გადაინაცვლა მან თავდაცვის სამინისტროში.

თუ გახსოვთ ამ მინისტრების სახელი და გვარი?

Correct! Wrong!

ფოტოზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძეა.

ვინ შეცვალა ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე?

Correct! Wrong!

ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2021 წლის 27 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა ზურაბ აზარაშვილი დანიშნა. ჯანდაცვის მინისტრად პრემიერმა მისი წარდგენისას თქვა, რომ ზურაბ აზარაშვილი „ექიმების ოჯახშია გაზრდილი“.

რომელი მინისტრი ეძებს უკვე 2 წელზე მეტია ბადრი ესებუას?

Correct! Wrong!

2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ ნიღბიანი, შეიარაღებული პირი შეიჭრა, 43 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი დოლარი მოითხოვა. მოლაპარაკება თითქმის 8 საათი გაგრძელდა. თავმდამსხმელი მძევლებს ეტაპობრივად ათავისუფლებდა. ბოლოს, ღამით, თანხის მიღების შემდეგ მან სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან ერთად ბანკი მანქანით დატოვა. შსს-ს მინისტრის ცნობით, შეიარაღებული პირი ბადრი ესებუა იყო და მას ამ დრომდე ეძებენ.

კულტურის მინისტრის გარდა რომელ მინისტრთან ერთად განიხილავდა ირაკლი ღარიბაშვილი „მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების დღის წესრიგს“?

Correct! Wrong!

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 - 2024 წლებში დაგეგმილია მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, რაშიც 70 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავენ. ამ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვაბელობით შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც ესწრებოდა.

ვინ დაიკავა ერთი და იგივე სამინისტროში მინისტრის პოსტი მეორედ?

Correct! Wrong!

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს უკვე მეორედ უკავია ეს პოსტი. ის განათლების მინისტრი 2017-2018 წლებში იყო. შემდეგ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. 2019 წლის 13 ნოემბრიდან კი კვლავ განათლების მინისტრად დაინიშნა. მან ამ პოსტზე მიხეილ ბატიაშვილი შეცვალა.

ვინ არის რევაზ ჯაველიძე?

Correct! Wrong!

რევაზ ჯაველიძე არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი. მანამდე ამ თანამდებობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იკავებდა. რევაზ ჯაველიძე კერძო სექტორში საქმიანობდა. 2014 წლიდან ის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იყო. 2021 წლიდან კი მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს.

რომელი მინისტრია დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის პროექტებთან და 2012 წლიდან მმართველი პარტიის გუნდში?

Correct! Wrong!

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე 2012 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. შემდეგ ტურიზმის განვითარების ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ასევე, იყო თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ფონდების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და დაკაშირებულია ისეთ პროექტებთან როგორიცაა სასტუმრო „პარაგრაფი“, „პანორამა“, „ბლექსი რივიერა“ და სხვა.

რისი მინისტრია თეა ახვლედიანი?

Correct! Wrong!

თეა ახვლედიანი 2020 წლის 6 აგვისტოდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია. მანამდე იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე შრომითი მიგრაციის საკითხებში. თეა ახვლედიანი ასევე იყო საქართველოს ელჩი ესტონეთში. 2014 წლამდე მისი საქმინობა ძირითადად დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. ის ამ სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.

Quiz | რამდენად კარგად ცნობთ მთავრობის წარმომადგენლებს?
ნორმალური შედეგია!

თქვენ მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს ვერ ცნობთ, მაგრამ იმედი გვაქვს ჩვენი ქვიზით რამდენიმე მათგანის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეთ.
კარგი შედეგია!

ძალიან კარგი შედეგია! როგორც ჩანს, აქტიურად ადევნებთ თვალს მთავრობის წევრების მუშაობას, თუმცა იმედი გვაქვს ჩვენი ქვიზით რამდენიმე მათგანის შესახებ უფრო მეტი გაიგეთ.
საუკეთესო შედეგია!

ყოჩაღ! საუკეთესო შედეგია. როგორც ჩანს აქტიურად ადევნებთ თვალს მთავრობის მუშაობასა და მედიას.

Share your Results: