Quiz | რამდენად კარგად გახსოვს ქართული სერიალები

რომელი სერიალის პერსონაჟები არიან ლუკა მაისურაძე, კიტა, სისო, ქიარიმა და ცხვირა?

Correct! Wrong!

ლუკა მაისურაძე, კიტა, სისო, ქიარიმა და ცხვირა „ტიფლისის" პერსონაჟები არიან. სერიალში მოქმედება მე-19 საუკუნის საქართველოში ხდება.

რომელი საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია ირაკლი ჩხეიძე სერიალ „შუა ქალაქში"?

Correct! Wrong!

ირაკლი ჩხეიძე საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას" გულშემატკივარია.

რომელ სამინისტროში მუშაობდა „ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი ნინა გურაბანიძე?

Correct! Wrong!

„ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ნინა გურაბანიძე მცირე ხნის განმავლობაში ეთიკისა და ესთეტიკის სამინისტროში მუშაობდა, რომელსაც მაკა ანჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

ჩამოთვლილთაგან, რომელ სერიალში არ მონაწილეობს მსახიობი გოგა ბარბაქაძე?

Correct! Wrong!

გოგა ბარბაქაძე „პანიკის გარეშესა" და „ტიფლისში" მთავარ პერსონაჟად გვევლინება, „ცხელ ძაღლში" კი ეპიზოდური როლი აქვს.

რომელი ქართველი მწერლის რომანის მიხედვით არის გადაღებული სერიალი „ქაღალდის ტყვია"?

Correct! Wrong!

სერიალი „ქაღალდის ტყვია" ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების მქონე წიგნზეა დაფუძნებული. რომანი 2006 წელს გამოიცა, სერიალი კი 2007 წელსაა გადაღებული.

რომელი გამოგონილი ქვეყნის საპატიო კონსულია ნური ცეცხლაძე „ცხელ ძაღლში”?

Correct! Wrong!

ნური ცეცხლაძე ბოგასის რესპუბლიკის საპატიო კონსულია. ის ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვში ბოგასის ელჩს დაუმეგობრდა.

სერიალ „ჩიფსების თაობაში” (ჩვენი ოფისი) ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის ნიკა და „მყუდრო”?

Correct! Wrong!

სერიალ „ჩიფსების თაობაში", რომელსაც შემდეგ „ჩვენი ოფისი" დაერქვა, ნიკა და „მყუდრო" ძმები არიან.

რომელი ნაწარმოების დადგმა სურს სერიალ „თესეას” მთავარ გმირს?

Correct! Wrong!

ახალგაზრდა რეჟისორი გიორგი მშობლიურ ქალაქ თესეაში ბრუნდება, რათა ადგილობრივ თეატრში „ვეფხისტყაოსნის" მიუზიკლი დადგას.


ვინ ასრულებს ჟორას როლს მისტიკურ სერიალში „სახლი ძველ უბანში?”

Correct! Wrong!

სერიალში „სახლი ძველ უბანში" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჟორას როლს გურამ საღარაძე ასრულებს.

რა პროფესიისაა ნინო ბურდულის პერსონაჟი მარიკა ჟღენტი სერიალში „ყავა და ლუდი”?


Correct! Wrong!

მარიკა ჟღენტი მწერალია, რომელიც გამომძიებლებს, კოკა ჯაფარიძეს და ნოშრევან ჟურულს საქმეების გახსნაში ეხმარება.

Quiz | რამდენად კარგად გახსოვს ქართული სერიალები

როგორც ჩანს, ქართული სერიალების დიდი გულშემატკივარი არ ხარ.

როგორც ჩანს, ქართული სერიალების უმრავლესობა ნანახი გაქვს, თუმცა ზოგიერთი ფაქტი აღარ გახსოვს.

როგორც ჩანს, ქართული სერიალების დიდი გულშემატკივარი ხარ და კარგი მახსოვრობაც გაქვს.

Share your Results: