Quiz | რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიას?

ვისი გოლით დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 2003 წლის 30 აპრილს?

Correct! Wrong!

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში შეხვდნენ. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი რუსეთის ნაკრების კარში მალხაზ ასათიანმა მე-11 წუთზე გაიტანა.

რომელ ფეხბურთელს აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული?

Correct! Wrong!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 111 შეხვედრა გურამ კაშიას აქვს გამართული. მან ჯაბა კანკავას რეკორდი (100 მატჩი) გააუმჯობესა.

ვინ არის საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი?

Correct! Wrong!

2007 წლის 8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, საქართველოსა და უკრაინას შორის, ლევან ყენიას დებიუტი შედგა, ის მოედანზე ალექსანდრე იაშვილის ნაცვლად შევიდა. იმ დროისთვის ყენია 16 წლის, 10 თვის და 21 დღის იყო, ამ მონაცემებით ის დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია.

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან, რომელს აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი საქართველოს ნაკრების კარში?

Correct! Wrong!

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარში ყველაზე მეტი, 5-5 გოლი ორ ფეხბურთელს, დიმიტარ ბერბატოვს და რობი კინს აქვთ გატანილი. ბულგარელმა თავდამსხმელმა ამის გაკეთება 3 შეხვედრაში მოახერხა, კინს კი 5 გოლის გასატანად 6 მატჩი დასჭირდა.

რომელი ქვეყნის ნაკრებთან გაიმარჯვა საქართველომ ყველაზე მეტჯერ?

Correct! Wrong!

საქართველოს ნაკრები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყველაზე მეტჯერ ალბანეთის ნაკრებს შეხვდა და სწორედ მათთან აქვს მოპოვებული ყველაზე მეტი გამარჯვებაც. საქართველო და ალბანეთი ერთმანეთს სულ 15-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან, 8-ჯერ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა, 3-ჯერ ალბანეთმა, 4 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

რომელ მეკარეს აქვს საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული?

Correct! Wrong!

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 77 მატჩი გიორგი ლორიას აქვს ჩატარებული, გიორგი ლომაიას - 47, ნუკრი რევიშვილმა 32 შეხვედრა გამართა, დავით გვარამაძის ანგარიშზე კი 28 მატჩია.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეა, ვინ არის მეორე ადგილზე?

Correct! Wrong!

შოთა არველაძე საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 26 გოლით, მეორე ადგილზე კი თემურ ქეცბაიაა 17-ით.

ჩამოთვლილი ევროპული ნაკრებებიდან, რომლის წინააღმდეგ არ უთამაშია არასდროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?

Correct! Wrong!

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია 3 ევროპულ ნაკრებთან, ესენია: ბელგია, ჩეხეთი და სან მარინო.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ისტორიაში სულ 21 მწვრთნელი ჰყოლია (მათ შორის დროებითი მწვრთნელები), გაიხსენეთ, რამდენი მათგანი იყო უცხოელი?

Correct! Wrong!

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 1990 წლიდან დღემდე სულ 21 მთავარი მწვრთნელი ჰყოლია, აქედან 8 მათგანი უცხოელი იყო: იოჰან ბოსკამპი, ივო შუშაკი, ალენ ჟირესი, კლაუს ტოპმიოლერი, პეტარ სეგრტი, ექტორ რაულ კუპერი, ვლადიმირ ვაისი და ვილი სანიოლი.

რომელი ქვეყნის ნაკრებთან გაიმარჯვა საქართველომ ყველაზე დიდი ანგარიშით ოფიციალურ მატჩში?

Correct! Wrong!

2006 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფარერის კუნძულების ნაკრები სტუმრად 6:0 დაამარცხა. ეს შეხვედრა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართა. ამაზე დიდი ანგარიშით საქართველომ ისტორიაში ორჯერ გაიმარჯვა, სომხეთთან 7:0 და ტაილანდთან 8:0, თუმცა ეს ორივე მატჩი ამხანაგური იყო.

Quiz | რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიას?

როგორც ჩანს, ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი არ ხართ, თუმცა იმედი გვაქვს, ჩვენი ქვიზის საშუალებით საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეთ.

როგორც ჩანს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიის შესახებ ბევრი რამ იცით, თუმცა ზოგიერთი ფაქტი კარგად არ გახსოვდათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ თითქმის ყველაფერი იცით და ალბათ, საბერძნეთთან მატჩის შემდეგაც ვერ დაიძინე.

Share your Results: