Quiz | როგორ გახსოვს ვეფხისტყაოსნის „ეპიზოდური“ პერსონაჟები

ვინ არის სარიდანი?

Correct! Wrong!

მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;

ვინ არის სოგრატი?

Correct! Wrong!

მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა“

რა ჰქვიათ ხატაელ ძმებს?

Correct! Wrong!

ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი, ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა

ვინ არის ჭაშნაგირი?

Correct! Wrong!

მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი!

ვინ არის მელიქ სურხავი?

Correct! Wrong!

ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა; მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.

ვინ არის უსამი?

Correct! Wrong!

უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “ხმელთა სინათლეო, შენ ამოხვე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

ვინ არის უსენი?

Correct! Wrong!

ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა

ვინ არის როშაქი?

Correct! Wrong!

გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?! როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

ვინ არის დულარდუხტი?

Correct! Wrong!

დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; ........................................... აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

ვინ არიან როსანი და როდია?

Correct! Wrong!

დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია; მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია, - აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული სწოდია.

ვინ არის დავარი?

Correct! Wrong!

დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი

რა ჰქვია ნესტანის დედას?

Correct! Wrong!

მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად

Quiz | როგორ გახსოვს ვეფხისტყაოსნის „ეპიზოდური“ პერსონაჟები

„სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი“ - (ეს რუსთაველი არ არის, მაგრამ პრინციპში, თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს?)

მე რუსთველი ხელობითა, ვიქმ საქმეთა ამად არი არ შემიქმნავს ეს პოემა მხოლოდ მზითვად დასადარი.

„მით ვისწავლებით, მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“. - გიგრძვნიათ!

„ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა ისმენდა, წვრთასა არ მოიწყინებდა“ - თქვენ ნამდვილად, სადღაც იქვე იჯექით!