Quiz | როგორ გახსოვთ ადამიანები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეების სახელით შემოინახა

1921 წელს სწორედ მან უხელმძღვანელა წითელი არმიის შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სიკვდილის შემდეგ ვლადიკავკაზს მისი სახელი ეწოდა.

Correct! Wrong!

სერგო ორჯონიკიძე დაკრძალულია მოსკოვში, წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.

ეს სამხედრო პირი 1633 წლიდან როსტომ მეფის სამსახურში ჩადგა, მაგრამ მალე მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის გამო შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

Correct! Wrong!

ქაიხოსრო ბარათაშვილი როსტომ მეფემდე ლუარსაბ II–ის მომხრე იყო, შემდეგ - სიმონ II-ისა. 1625 წლიდან გიორგი სააკაძეს მიემხრო, იმავე წლის ბოლოს ისევ სიმონ II-ის მხარეზე გადავიდა. შემდეგ თეიმურაზ I–ს ემსახურებოდა.

მან გასცა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი 1832 წლის შეთქმულება, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.

Correct! Wrong!

შეთქმულების მონაწილეები გაასამართლეს და გადაასახლეს.

ისტორიკოსთა ცნობით, მან სერგო ორჯონიკიძესთან ერთად დაგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. 1934-1989 წლებში ოზურგეთს მისი სახელი ეწოდა.

Correct! Wrong!

ფილიპე მახარაძე იყო 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისას წითელი არმიის ერთ-ერთი ლიდერი. 1941 წელს დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. 1987 წელს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დროს ფილიპე მახარაძის საფლავი ააფეთქეს. კომუნისტური პარტიის მაშინდელი გენმდივნის ჯუმბერ პატიაშვილის ბრძანებით საფლავი აღადგინეს, თუმცა მოგვიანებით, 1989 წელს ის ხუდადოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ეს აზნაური ყიზილბაშთა ლაშქარს მეგზურად გამოუძღვა. პირადად იცნობდა ქართლის მეფე სიმონ I-ს და ფარცხისის ბრძოლაში 1569 წელს მტერს მისი ვინაობა გაუმჟღავნა. შედეგად, სიმონ I დაატყვევეს.

Correct! Wrong!

სიმონ I-მა თითქმის 10 წელი ირანში, ალამუთის ციხეში ტყვეობაში გაატარა.

სამცხის ათაბაგი, რომელიც მე-15 საუკუნეში საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 1465 წელს იგი თავს დაესხა საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს და დაატყვევა.

Correct! Wrong!

შედეგად, ბაგრატ VI გამეფდა ქართლ-იმერეთში და გიორგი I - კახეთში.

რაჭის ერისთავი, რომელმაც მონღოლ სარდალ ალიყანთან გააბა მიმოწერა დავით ნარინის შეპყრობის თაობაზე. მეფემ მას თვალები ამოშანთა და ხელ-ფეხი მოჰკვეთა, მისი შვილები კონსტანტინოპოლში განდევნა.

Correct! Wrong!

კახაბერ კახაბერისძემ სხვა დიდებულებთან ერთად ხელი შეუწყო დავით IV ნარინის გამეფებას დასავლეთ საქართველოში. შემდგომში კავშირი დაამყარა მონღოლებთან და ყაენის კარზე წავიდა. იქ დავით ნარინის საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა. იქიდან ერისთავი ქართლში, ატენში დაბრუნდა. დავით ნარინმა იგი თავდაპირველად შეიწყალა და რაჭაც დაუბრუნა. ისტორიული გადმოცემით, მცირე ხნის შემდეგ მან კვლავ უღალატა მეფეს.

ეს საგვარეულო საუკუნეების განმავლობაში კლდეკარის ერისთავობას ფლობდა. საგვარეულოს წარმომადგენლები თითქმის მთელი არსებობის მანძილზე ებრძოდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს.

Correct! Wrong!

ბაღვაშების ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით ბაგრატ IV-ის დროს გამწვავდა, როდესაც ლიპარიტმა რამდენჯერმე დაამარცხა მეფე. საბოლოოდ, მეფემ სხვა ფეოდალთა დახმარებით მაინც შეძლო მისი შეპყრობა.

Quiz | როგორ გახსოვთ ადამიანები, რომლებიც ისტორიამ მოღალატეების სახელით შემოინახა

ისტორიის გადამეორება არ გაწყენდათ.

თქვენთვის ისტორია მხოლოდ გმირებისა და გამაჯვებების ამბები არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ისტორიული ფაქტი აღარ გახსოვთ.

თქვენთვის ისტორია მხოლოდ გმირებისა და გამაჯვებების ამბები არ არის. ყველაფერთან ერთად, კარგი მეხსიერებაც გაქვთ.

Share your Results: